ქართველი კინოს ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა
ლიკა ქავჟარაძე დაიბადა 1959 წლის 26 ოქტომბერს თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. 1972 წლიდან იღებდნენ ფილმებში, ნათამაშები აქვს 25-ზე მეტ ფილმში: “შადრევანი”, “სიყვარული, ივერია და…”, “პეპელა”, “დიმიტრი II”, “სპირალი”, “უძინართა მზე”, “მხოლოდ ერთხელ” და სხვაში.
მას აღიარება მოუტანა გამოჩენილი რეჟისორის თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმმა “ნატრივრის ხემ”(“Древо желаний”). ეს არის ქართველი მწერლის გიორგი ლეონიძის იგივე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაცია. ლიკამ შეასრულა ერთ-ერთ მთავარ როლი და დაიმსახურა ყველაზე უმაღლესი გამოხმაურებები სპეციალისტებისგან.
საბჭოთა და ქართველი მსახიობი ლიკა ქავაჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.