რაგბის მსოფლიო თასი

1 სექტემბერს, სასტუმრო ამბასადორში შედგა ქართველი მორაგბეების ოფიციალური გაცილება იაპონიაში, სადაც რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება. ღონისძიებას საპატიო სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა.

საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც მარიფილდზე შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. სწორედ ამის შემდეგ ჩავა მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემებრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება

კომენტარები