ქართველმა ახალგაზრდამ ვარშავაში, მოზარდი თავდასხმისგან იხსნა, მათი დაკავება

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს მოქალაქემ, ნუკრი დავითაშვილმა ბოროტმომქედებს პოლონელი მოზარდის ძარცვის საშუალება არ მისცა, პოლიციის თანამშრომლებს მათ დაკავებაში დაეხმარა.

მას  ქალაქის პოლიციის უფროსმა პაველ დობროჯეიმ მადლობა გადაუხადა.

ამ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.

„ეს ახალგაზრდა ქართველი ნუკრი დავითაშვილია, – უპრეცედენტო სიმამაცე გამოავლინა და ახალგაზრდა კაცი ქუჩაში აგრესიული თავდამსხმელებისგან იხსნა. დღეს, პოლიციის უფროსთან ერთად, მადლობას ვუხდით მას ასეთი გაბედული მოქალაქეობრივი საქციელისთვის“, – წერს საქართველოს ელჩი.

კომენტარები