ქართველმა ვეტ-ექიმებმა 13 წლის მოხუც ძაღლს უზარმაზარი სიმსივნე მოკვეთეს – ტასო ლოსაბერიძე:

ცხოველთა უფლებების დამცველი ტასო ლოსაბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართველი ვეტექიმების მიერ უნაკლოდ ჩატარებულ ონკოლოგიურ ოპერაციას ეხმაურება:
– “ჩემი პატარა ზაზუნა მარინა ექიმთან ❤️
ამ ადამიანმა და ამ კლინიკამ დღეს სასწაული გააკეთა, გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

13 წლის ძაღლს უზარმაზარი სიმსივნე მოაჭრეს, ურთულესი ოპერაცია, ცუდად დასრულების დიდი რისკით, უმაღლეს დონეზე ჩაატარა უმაგრესმა ქირურგმა

გიორგი ჩიკვატიამ,

რისთვისაც უდიდესი მადლობა მას ❤️
ოპერაცია რო დავგეგმეთ, რისკის შესახებ მაშინაც ვიცოდი, მაგრამ დღეს რომ ხელი მოვაწერე – “ოპერაციის მაღალ რისკზე” აი მანდ გამეყინა სისხლი და ვყარე ცრემლები, მართლა ძალიან შემეშინდა…
13 წლის ძაღლი ხალხო! 13 წლის. იცით რა ასაკია ეს? 7 და 8 წელი კი არა, 13!
ღვიძლის ფუნქციებ მოშლილი ძაღლი არვიცი როგორ, რანაირად, შეიყვანეს ოპერაციაზე და გამომიყვანეს -400 გრამის გარეშე😁
ოპერაცია რო დამთავრდა და შევედი, დამინახა თუ არა ხელების ლოკვა დამიწყო, უკან დავუჯექი და ისე ვეფერებოდი – თავი მოიღრიცა ოღონდ ჩემთვის ეყურებინა 🥺 მთელი გზა მეტმასნებოდა და მეფერებოდა..პატარა გაიძვერა, 1 კვირაა რაც მყავს და უკვე ისე ვუყვარვაარ😩❤️
თან იცით რა? ნუ ზუსტად ვიცი მსგავსს ვერავინ, ვერცერთ კლინიკაში ვერ გააკეთებს მაგრამ რომც გააკეთოს, ვეტერინარობა ერთია და ადამიანობა მეორე..მარინა ექიმმა სრული კურსი – ღვიძლის სამკურნალო, საკმაოდ ძვირადღირებული წამლები აჩუქა ჩემ პატარა ზაზუნას🥺
და ოპერაცია ვისაც ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ძაღლისთვის, ეს – რაც დღეს გავუკეთეთ, ყველამ იცით რამხელა თანხასთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცააა…იმ ძააალიან მინიმალურ თანხაზე რაზეც ვიყავით შეთანხმებული, ნახევარიც არ გამომართვეს დღეს კლინიკაში 🥺❤️
ექიმი-ვეტერინარი მარინა დელავერი
ბევრია ასეთი ექიმები? არა! ერთადერთი კლინიკაა და მე და ჩემ ძაღლებს ძაან გაგვიმართლა რომ ჩვენც გვხვდა წილად ეს ხალხი❤️🙌🥳
არ ვიცი, არ მაქვს სიტყვები იმისთვის რომ დღევანდელი დღისთვის მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით გიორგის და ჩემ უუუუსაყვარლეს მარინას – რომელიც მართლა როგორც მე, ზუსტად ისე ნერვიულობდა და მაწყნარებდა მთელი ოპერაცია 💕
ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba
ექიმი-ვეტერინარი გიორგი ჩიკვატია/Dr. Giorgi Chikvatia DVM
Marina Delaveri
მადლობა დღევანდელი დღისთვის! მადლობა რომ გადაარჩინეთ ჩემი პატარა ზაზუნა.
მადლობა იმისთვის რომ ასეთები ხართ🤍
ეს კაპასი ზაზუნის მსგავსი არსება განახევრდა🤣 უკვე კბენის ხასიათზეც არის და ისეთი მოხოდილია, გეგონება დილით მე მომაჭრეს 400 გრამიანი სიმსივნე😀
– წერს ტასო ლოსაბერიძე

ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება

მდებარეობს თბილისში, ოთარ ჭილაძის 166/5

https://www.facebook.com/Abvet.clinic/

ტელეფონი: 593-55-79-79

კომენტარები