ქართველმა მე-12 კლასელებმა საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსში გაიმარჯვეს

ქართველმა მე-12 კლასელებმა ამერიკაში საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსში გაიმარჯვეს.
მათ მსოფლიო დონის ფორუმზე ინოვაციური გამოგონება – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა წარადგინეს. კონკურსში ქართველი მოსწავლეები მეორედ მონაწილეობდნენ.
ქართველმა მოსწავლეებმა – დეა ილარიონოვამ, შორენა გუჯაბიძემ და მარინა გუჯაბიძემ საერთოშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ოპტიკის, მეოთხე ადგილი კი ფიზიკის და ასტრონომიის კატეგორიაში მოიპოვეს.
ოპტიკურ სისტემაში მოზაიკური ეკრანი და მობილური დეტექტორია გაერთიანებული, რომელიც უხილავ მოვლენებს ვიდეოს ან ფოტოს სახით გვიჩვენებს. დეტექტორი გაზის გაჟონვის დაფიქსირებისთვის აეროდინამიკაში და ბალისტიკაში გამოიყენება.
კონკურსში 80-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

კომენტარები