„ქართველმა ხალხმა რა დააშავა, თორემ ესენი ყველაფრის ღირსები არიან“-კონსტანტინე მორგოშია

ალტინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“.

ალტინფოს“ დამფუძნებელიკონსტანტინე მორგოშია:

-„სირცხვილია“ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესი სირცხვილი“. ისეთი სახეები ყავდათ, რომლებმაც „ჩახდილებმა უკანალი მიუშვირეს ოკუპანტს“ და ამით აპირებდნენ ომის მოგებას.

ქართველმა ხალხმა რა დააშავა, თორემ ესენი ყველაფრის ღირსები არიან. მე არ ვთვლი, რომ 24 ივნისს ჩვეულებრივი აქცია ექნებათ. ალბათ, მთავრობამაც იცის ეს ყველაფერი და მზად არიან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ…

ჩვენს დაბლოკვას აზრი არა აქვს. ხალხს აინტერესებს ჩვენი გადაცემები. კომუნისტების რეჟიმის დროს ჩუმად უსმენდნენ ამერიკის ხმას. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა „ალტ ინფოს“ შემთხვევაშიც.

ვერ ხვდებიან, რომ ამითი ჩვენ გვაძლიერებენ და უფრო და პოპულარულებს გვხდიან. დღითიდღე მატულობს ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა არის ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობასთან თანხვედრაში.

იციან, რომ ამ იდეების უკან დგას ქართველი ხალხი.

მე მგონია, რომ ეს არის პიკი. ეს ყველაფერი ჩაივლის ძალიან მალე. მადლობა ღმერთს, რომ საომარი ვითარებაც რამდენიმე თვეში რაღაცა კონტურებში შეჩერდება. მე კი ვიცი, დაახლოებით რა კონტურებშიც, უკრაინისთვის საერთოდ არ იქნება მომგებიანი, სამწუხაროდ…“

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://www.facebook.com/100073715631251/videos/1084277445816361/

კომენტარები