,,ქართული მარში” მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევ ხაზარ-ბანკირს პასუხს აგებინებს! – გიორგი გიგაური:

– ” 1989 წლის წლის 18 თებერვალი.
„გეპეის” პირველ კორპუსთან, მერაბ კოსტავამ ეროვნული მოძრაობის მიტინგზე, მეგაფონით დაიწყო საუბარი – ჩვენ დაპყრობილი ერი ვართ, სამშობლო უნდა გავათავისუფლოთო!

ამ დროს გეპეის პირველი კორპუსის კარი გახსნა და იქიდან ვიღაცამ ბინძურად შეიგინა!

მამუკა ხაზარაძე, რომელიც მაშინ მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი იყო, თავის ზონდერ-კომკავშირლებთან ერთად, მიტინგის დასარბევად, სკამის მოტეხილი ფეხებით და რკინის არმატურებით გამოვარდნენ შენობიდან!

მერაბ კოსტავას, რომელიც ათწლიანი ტანჯვის შემდეგ, კომუნისტების ჯოჯოხეთური საკონცენტრაციო ბანაკებიდან ახალი გამოსული იყო, ერთადერთი პალტო შემოახიეს!
ორი თვის შემდეგ, ქართველი პატრიოტები უკვე, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაარბიეს და დაჩეხეს – მაგრამ ეს უკვე საბჭოთა ჯალატებმა გააკეთეს!
ანუ ზონდერ-კომკავშირელმა ხაზარაძემ რუს ჯალათებსაც კი დაასწრო!

ხაზარაძემ ამ დარბევიდან ორი თვის შემდეგ შექმნილ საგამოძიებო კომისიასტან აღიარა, რომ ის მონაწილეობდა ამ დარბევაში, თუმცა დღეს უარყოფს, მაგრამ დოკუმენტურად დაფიქსირებულ აღიარებით ჩვენებას ვერსად ვეღარ გაექცევა!
(ხაზარაზის არიარებითი ჩვენება იხილეთ ჩემს კომენტარში)

დღეს კი, ეს გარეწარი ხაზარაძე, რომელმაც ათწლეულების მანძილზე გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ერი, ჩვენ გაბედნიერებას გვპირდება!
არადა, მხოლოდ დეპუტატის იმუნიტეტი აინტერესებს, მართლმსაჯულებას რომ დაუძვრეს…

თუმცა, ეს გარეწარი ამაოდ ხარჯავს ნაცარცვ მილიონებს, ამომრჩევლის მოსყიდვაში – ის სასჯელს მაინც ვერ გაექცევა!

/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/” – წერს გიორგი გიგაური

კომენტარები