ქართული მითოლოგიის პერსონაჟი, „ადგილის დედა“

ხევსურების წარმოდგენით ამა თუ იმ ადგლს თავისი მფარველი ქალღმერთი ჰყავდა, რომელსაც „ადგილის დედას“ უწოდებდნენ. ის კონკრეტულ ადგილს იცავდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

„ადგილის დედა“ წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალი. მის დამხმარე ძალად გველია მიჩნეული.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეების და საქონლის მფარველს.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ღვთისმშობლის კულტს შეერწყა. აქედან მომდინარეობს სახელწოდება „ადგილის ღვთისმშობელი“.

წყარო: qartulimitologia.blogspot.com
intermedia.ge

კომენტარები