„ქართული ოცნება” გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ და…“-ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი, მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„გაიგებთ ყველაფერს, მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას. „ქართული ოცნება” გაიგებს ყველაფერს დღეს, ხვალ, ზეგ და უახლოეს დღეებში. ძალიან ამომწურავად ვისაუბრებ, ყველაფერს გაიგებთ. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“.

კომენტარები