„ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ერთი მედლის ორი მხარე, ისევ შეიკვრება, მაგრამ ხმები არ ეყოფათ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს:

„სწორედ ის პატარა პარტიები, რომლებსაც კობახიძემ „შმაცუნები“ უწოდა, ხელს შეუწყობენ დიდი კოალიციის შექმნას.

ჩვენ არასდროს არ ვითანამშრომლებთ პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან. ძირითადი პრორუსული ძალა დღეს საქართველოში არის ორი, ესენია: „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ერთი მედლის ორი მხარე. ეს ორი მხარე სამომავლოდ ისევ შეიკვრება, მაგრამ ხმები არ ეყოფათ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ. ხელისულება შეიცვლება და ის პატარა პარტიები, რომელსაც დასცინა კობახიძემ და „შმაცუნები“ უწოდა, სწორედ ისინი იქნებიან, რომლებიც დიდი კოალიციის შექმნას ხელს შეუწყობენ“.

კომენტარები