„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს

ფრაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„უმრავლესობის სხდომა ბუნებრივია და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ვითარებას  შეეხებოდა, არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ. ამ ჭრილში  გადავწყვიტეთ ასევე, შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, ერთგვარად შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და თითქმის ყველა რეგიონში გვექნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში შევხედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები