„ქართული ოცნება” პარლამენტის პირველ სხდომას ზურნა-დუდუკით ვერ ჩაატარებს, – წავალ საჩხუბრად“ – ალეკო ელისაშვილი

-„ჩემს მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები საჩხუბრად, ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით რომ არ ჩაატარონ სხდომა. არავის ვემუქრები, დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზის გაჭიანურება, სხვა უფრო დიდი კრიზის ფონზე, წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს. ჯანდაცვის და პრემიერ-მინისტრები დადიოდნენ თავაღერილები მთელი 8 თვე და ჭკუას არიგებდნენ დანარჩენ მსოფლიოს, რა მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ. აღმოჩნდა, – არაფერი გაუკეთებიათ. სხვას არ კითხეს, თვითონ არ იცოდნენ, ტრაბახში და ყოყოჩობაში ეს მიიღეს.

ხელისუფლებას თუ უნდა, კრიზისი დასრულდეს და პანდემიაზე, დანგრეულ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, გადმოდგან ნაბიჯი.

მოვიდნენ კონკრეტული წინადადებით! არავინ არ ვართ, ფეხებს არ ვაბაკუნებთ. მესამე რაუნდის მოლოდინში რომ ვართ და დიალოგში ვმონაწილეობთ, ვგულისხმობთ, – იმათგან კომპრომისს და გონივრულ წინადედაბას ველოდებით, თორემ მაგიდის აყირავება რომ გვინდოდეს, შევაქცევდით ზურგს”, – განაცხადა პარტია მოქალქეების” ლიდერმამ ალექსანდრე ელისაშვილმა “ღამის კურიერში”.

 

კომენტარები