„ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს“

-„დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება, იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან, ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. „ქართული ოცნება“ მიმართულია, შეთანხმება შედგეს, შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, – „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს.

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი,  სავარაუდოდ, ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები