ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციაში სიტუაცია დაიძაბა

”გაზეთი ბათუმელების ინფორმაციით თბილისში ზურაბ პატარიძე გამოიძახეს მოლაპარაკებებისთვის”

”ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან.”

* * *
რა თქმა უნდა უარს ეუბნებიან რადგან ბ-ნი რიჟვაძეა სიაში და ლაშა კომახიძესთან ერთად ვეღარ ”მოძოვს”
საგულისხმოა ის ფაქტი,რომ ბ-ნი კომახიძე თანამდებობას ესე უბრალოდ არ ტოვებს და სიაში ჩასმას ითხოვს ეს ფაქტი კი ორ რაღაცაზე მეტყველებს, პირველი იმაზე,რომ ბ-ნი მერი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და მეორე მას პრინციპული პოზიცია აქვს რიჟვაძესთან მიმართებაში და მარტივად არ ტოვებს პოსტს.

ქიმიური ტერმინალის საკითხი მთლიანად უკავშირდება როგორც რიჟვაძეს ისე კომახიძეს და ისე პატარიძეს აქ კი ყველაზე დიდი როლი ბ-ნ ლაშამ შეასრულა და 30 000 ბათუმელის ხელმოწერით დადასტურებული უარის მიუხედავად რიჟვაძე – პატარიძის ზეწოლით ხელი მაინც მოაწერა.

თორნიკე რიჟვაძემ მთლიანად შეაწმინდა ხელი მერს და ეხლა გუნდიდან გაგდება სურს.

ამვდროულად კი ყველა კარგად აცნობიერებს,რომ მაჟორიტარად აწ უკვე გაფუჭებულ კომახიძეს შანსი არ აქვს პროპორციულ სიაში კი რიჟვაძეს ის არ ემეტება.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები