“ქართული ოცნების მიერ ამ დღის საკუთარი თავისთვის მიწერის უნიათო მცდელობა ძალიან მახალისებს.”-შოთა დიღმელაშვილი:

შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს-

“ქართული ოცნების მიერ ამ დღის საკუთარი თავისთვის მიწერის უნიათო მცდელობა ძალიან მახალისებს. კარგი მრჩეველი რომ ჰყოლოდათ, ურჩევდა, 20 ივნისისთვის დაემთხვიათ მესამე მოსმენა. “გავრილოვის ღამეს” მათთვის ისტორიული განაჩენი გამოაქვს და ისევ პროპორციული არჩევნების ისტორიული რეფორმაღა თუ შეეცილებოდა სახელმძღვანელოში ადგილს. იტყოდა ხალხი – აი, ამ დღეს იძულების წესით მოუწიათ ქვეყნისთვის რამე კარგშიც მიეღოთ მონაწილეობაო. მთლად ქება არაა, მაგრამ რაც იქნება იმას სჯობს.”-წერს დიღმელაშვილი

შეგახსენებთ რომ დღეს მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებას 117/3 მხარი დაუჭირა. ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ კი ხმის მიცემაზე უარი განაცხადა.

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები