ქართული ოცნების მხარდამჭერებს პირველ რიგში კითხები კობახიძის მისამართით უნდა გააჩნდეს

კობახიძის ქართულმა ოცნებამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად მათ ხელი დააფარა, გარეცხა და ისევ საარჩევნო მარათონში მათთან ერთად ჩაება !!!

კობახიძის ოცნებამ ჯალათებს, მწამებლებს, მკვლელებს და ქვეყნის გამყიდველებს წითელი ხალიჩა დაუგო პარლამენტისკენ.

კობახიძის ოცნებამ 50 – მილიონის მომპარავი და რეჟიმის ერთ – ერთი იდეოლოგი გიგი უგულავა შეიწყალა და მატროსოვის კამერიდან პარლამენტის ტრიბუნასთან დასვა. !!!

კობახიძის ოცნებამ პარლამენტში ჩააგდო პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია დამნაშავეების დასჯის და ამით გვითხრა, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ქართული ოცნება საბოლოოდ ამბობს უარს !!!

კობახიძის ოცნებამ 2018 – წელს დაგვაყენა დამნაშავე ძალის დაბრუნების რეალურუ საფრთხის წინაშე.
2020 – წელს კი მათ ისევ 27% დაუწერა და ისევ მეორეტურები დაუშვა, ძალასᲐთან, რომელიც გასამართლებული და დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს !!!

კობახიძის ოცნება არც იმ 20 – 30 დამნაშავეს დასჯიდა, რომ არა პატრიოტების და ირმა ინაშვილის ბრძოლა !!!

პირველ რიგში თქვენი პარტიის იდეოლოგს და “Face” – ს უნდა უსვამდე კითხვებს.
როდის ჩამოიღებს პროკურატურა ათობით საქმეს თაროდან და როდის დაიწყებს დამნაშავეების დასჯას !!!

2012 – წელს დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნიშანწყალიც კი არსად ჩანს.

ეხლა დაფიქრდით ვინ აკეთებს ნაცმოძრაობის საქმეს და რეალურად ვინ ასხამს მათ წისქვილზე წყალს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები