„ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობა იყო და იქნება, შეთანხმება შედგეს – გზავნილები არის ყველასთვის კარგად გასააზრებელი, ეს ეხება მთლიანად ქვეყანას“ – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა:

-„ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობა იყო და იქნება, შეთანხმება შედგეს. იმისთვის რომ ხელი მოეწეროს, უნდა არსებობდეს ფორმატი, ეს ადამიანი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, – თქვენ მაინც მოაწერეთ ხელი. მან უბრალოდ გადაწყვიტა, შეთანხმება არ შედგა და გააკეთა შესაბამისი ბრიფინგი. პროცესი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ჩვენი მზადყოფნა იყო, ხელი მოგვწერა და შემდგარიყო შეთანხმება. ელისაშვილს თავის პარტია აქვს, ის თავად  გადაწყვეტს მოაწეროს თუ არა ხელი. ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის, მაგრამ ხელმოწერის ფორმატი უნდა იყოს,  კრიზისი რომ განიმუხტოს. ამის მიღწევა შესაძლებელი თუ  იქნება, ჩვენი მზადყოფნა არის, ხელი მოვაწეროთ“.

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ:

კომენტარები