„ქართული ოცნების“ ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერები შეიკრიბნენ – უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს

„ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერების სახელით „ნაიონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მათიმა თანამოაზრეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაპროტესტეს, რომლის მიხედვით, გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი დავით ქაცარავა

-„გიორგი რურუა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, უნდა  შესრულდეს 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციის, ხელისუფლებისა და უცხოელი ელჩების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული“, – განაცხადა ქაცარავამ.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 29 ივლის  წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია, მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

კომენტარები