„ქართული ოცნების” სია – „ახალგაზრდები შემოდიან პარლამენტში პირველი კარებიდან ლამაზები, გადიან გამურულები“ – რომან გოცირიძე

-„უკვე ვიხილეთ „ქართული ოცნების” სიის მესამედი. 30 მაჟორიტარი, 20 მაჟორიტარზე გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა,- 30-დან 19 თურმე აზის სახელმწიფო ბიუჯეტს, ბიზნესმენები და ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი ფულით აკეთებენ, თურმე, საკუთარ ბიზნესს. განა, რა უნდა მეღვინეს პარლამენტში, მეღვინემ უნდა აკეთოს ღვინო და მიხედოს თავის ბიზნესს. იმიტომ მოდის, რომ ფული იშოვოს. 20-მდე დეპუტატი რომელიც იყო, აშენდა ჩვენი ბიუჯეტიდან ტენდერებით და მრავალ მილიარდიანი საბიუჯეტო ხარჯები ინფრასტრუქტურაში იქნებოდა თუ სხვაგან, პირდაპირ მიდიოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯიბეში, მათ შორის, იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან.

სიის ერთი ნაწილის მიზანი ფულის შოვნაა, მეორე ნაწილის –  ყველანაირი გზით ძალაუფლების შენარჩუნება.

სამ ნაწილად არის დაყოფილი სია:

ესენი არიან საშუალო დონის ჩინოვნიკები. ეს ახალგაზრდები, რომლებიც შემოდიან პარლამენტში პირველი კარებიდან ლამაზები, გადიან გამურულები და დაღდასმულები ბოლო კარებიდან. ასე აუბედურებს და არცხვენს “ქართული ოცნება” იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ სიმპათიურად იდგნენ. ჩვენ ხომ ასეთი სიმპატიურები ვნახეთ, რომლებიც მერე მონსტრებად გადაიქცნენ. ასეთივე ლამაზი არ იყო გერმანიაში დამთავრებული სოფო კილაძე და ვიღაც სხვები და ხომ მოგვწონდა?” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შესახებ საუბრისას “დღის კურიერში”.

 

„ქართული ოცნების“ წარდგენილი ოცეული:

  1. გიორგი გახარია – პრემიერმინისტრი (კვლავ პრემიერობის კანდიდატი);
  2. არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე;
  3. ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე;
  4. თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;
  5. მამუკა მდინარაძე – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
  6. კახა კუჭავა – “ქართული ოცნების” საერთაშორისო მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
  7. გიორგი კახიანი –  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის წევრი 2013 წლიდან;
  8. მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  9. მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
  10. მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე; გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  11. მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი;
  12. გიორგი ამილახვარი – სამართლის დოქტორი;
  13. ვიქტორ სანიკიძე – საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი;
  14. მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე;
  15. შალვა პაპუაშვილი – იურისტი;
  16. დავით კაჭარავა – საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  18. გიორგი ხელაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  19. მარიამ ლაშხი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
  20. ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს წევრი.
კომენტარები