„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა და ამჯერად, გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ესწრება.

სხდომის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია.

კომენტარები