„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა – „ყველა სოფელში იქნება ტურისტული ადგილი, როგორც ხულოს ეკადრება, ისე ღირსეულად დავხვდებით აქ მობრძანებულ სტუმარს და ტურისტს“

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა.
ესენი არიან: რენარ ბოლქვაძე, ნადიმ დეკანაძე, ემზარ ბოლქვაძე, ზაურ გობაძე, თემურ ანთაძე, ავთანდილ მახარაძე, არჩილ აბაშიძე, იური აბულაძე, ჯუმბერ დიმიტრაძე, ნარგიზ დეკანაძე, რამინ ბერიძე, გია ბოლქვაძე, ირმა შავაძე, რამაზ გელაძე, თემურ მიქელაძე, ნაზი მიქელაძე, ომარ აბაშიძე.
„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ წარდგენაზე განაცხადა:
-„ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც ბოლომდე ავითვისებთ. ყველა სოფელში იქნება ტურისტული ადგილი, როგორც ხულოს ეკადრება, ისე ღირსეულად დავხვდებით აქ მობრძანებულ სტუმარს და ტურისტს. გასული წლების განმავლობაში ხულოში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტი დაიწყო.

უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გამორჩეულია ხულოს განვითარებისთვის, – ეს არის ბათუმი-ახალციხის ხულო-ზარზმის მონაკვეთი, გაზიფიცირების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხულოსთვის. წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც დავიწყეთ და ძალიან მალე დავასრულებთ. ამ ყველაფერში ყოველთვის გვეხმარებოდა როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე აჭარის მთავრობა. ჩვენ შევქმნით სხვადასხვა ახალ ტურისტულ ადგილს. ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, ბოლომდე ავითვისებთ ამ პოტენციალს. ყველა სოფელში იქნება ტურისტული ადგილი, სადაც, როგორც ხულოს ეკადრება, ისე ღირსეულად დავხვდებით აქ მობრძანებულ სტუმარსა და ტურისტს. ძალიან ბევრი სოციალური პროექტი გვქონდა და ძალიან ბევრს გავაკეთებთ კიდევ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი. ვპირდები ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ყოველთვის ვიქნებით მასთან. მისი პრობლემა ყოველთვის იქნება ჩვენი პრობლემა. ყველაზე დიდი საზრუნავი საქმე არის ხულოს განვითარება, წინსვლა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველი თეთრის მოსახლეობამდე სწორად მიტანა, სწორად დაგეგმვა და სწორად გამოყენება. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომით ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ. რასაც ვაკეთებდი, პატიოსანი შრომით და ჩემი ხალხის სიყვარულით ვაკეთებდი, ასე გაგრძელდება მომავალშიც. მე ვარ ვახტანგ ბერიძე და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხულო გაიმარჯვებს“ .

კომენტარები