„ქართული სისხლი ულამაზესია მთელს აღმოსავლეთში. არ შემინიშნავს არც ერთი უშნო სახე არც ერთ სქესში, მაგრამ მინახავს ანგელოზებრივი სახეები“

„ქართული სისხლი ულამაზესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვსთქვა, მთელს ქვეყანაზე. არ შემინიშნავს არც ერთი უშნო სახე არც ერთ სქესში, მაგრამ მინახავს ანგელოზებრივი სახეები. ბუნებამ აქ განავრცო ქალთა უმრავლესობაში ისეთი სიკეკლუცე, როგორც არსად. შეუძლებელია მათ შეხედოთ და არ შეგიყვარდეთ! შეუძლებელია დახატოთ იმაზედ ლამაზი სახე და ტანი, როგორც ქართველ ქალებს აქვთ. ისინი არიან მაღალნი, ხალისიანნი, უკიდურესად წმინდა წელით და არ არიან სიმსუქნით წამხდარნი.
ქართველი მამაკაცები ბუნებით ფრიად გონიერნი არიან, ისინი რომ აღზარდოთ მეცნიერებასა და ხელოვნებაში, მიიღებთ მეცნიერთ და ხელოვანთ. ისინი შეურიგებელნი არიან მძულვარებაში და არასოდეს აპატიებენ ვისმეს. სიმართლე ითქვას, ისინი ძალიან ადვილად არ განრისხდებიან და არც უსაბუთო სიძულვილს ინახავენ დიდხანს. ამის გარდა ქართველებს აქვთ ზრდილობა და ადამიანობა, კიდევ მეტი სერიოზული და ზომიერი. საქართველოში ადამიანს შეუძლია იცხოვროს თავისი სარწმუნოებითა და ჩვეულებებით, ილაპარაკოს და დაიცვას ის. აქ ხედავთ სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, თურქებს, სპარსებს, ინდოელებს, თათრებს, რუსებსა და ევროპელებს. ქართველები არიან ყველაზე ძლიერნი და ამაყნი და ყველაზე მშვენიერნი. ”

ჟან შარდენი. მე-17 საუკუნე.
„ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე”

კომენტარები