„ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

22 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში, ლიუ ჰუიმ განაცხადა:

„ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს. მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში უდიდესი პლატფორმაა, რომელიც ორიენტირებულია იმპორტზე.

წინა წელს ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და ქართულ ღვინოზე, რასაც ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოს და ქართულ ღვინოს“.

კომენტარები