“ქართულ ოცნებასა” და ბოკერიას შორის მიდის ურთიერთშეთანხმების გაფორმება

ირმა ინაშვილი ;

ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ვისაც გონება უჭრის, მიხვდეს:

“ქართულ ოცნებასა” და ბოკერიას შორის მიდის ურთიერთშეთანხმების გაფორმება(რეალურად უკვე შეთანხმდნენ), რომ ბოკერია გაემიჯნება სააკაშვილის ნაცმოძრაობას, გაემიჯნება ხელისუფლების გატრიალების მსურველებს, შეიძენს და განიმტკიცებს კონსტრუქციული ოპოზიციის იმიჯს, მერე საარჩევნო აფერას “ქართული ოცნება” და ბოკერია ერთად დადგამენ, არარსებულ 800 000 ხმას ჩაიყრიან და კოალიციურ მთავრობას შექმნიან… “ქართული ოცნების” კონსულტანტები ახლა ამუშავებენ ე.წ. მესიჯბოქსს, როგორ შეაპარონ ხალხს, რა ფრაზებით შეაპარონ, რომ ოთო კახიძე და გიგა ბოკერია 20 ივნისის მოვლენებისას კონსტრუქციულად და სწორად მოიქცნენ, რომ მათი ეს ქმედება იმედისმომცემია, მაგრამ ეს პროპაგანდა, ეს მესიჯბოქსი სრული კრახით დამთავრდება. ისევე როგორც ბოკერიას და “ქართული ოცნების” ახალი ტიპის კოჰაბიტაცია.

დიდ ღალატს აქვს ადგილი.

 

კომენტარები