ქართულ ოცნებას ყველა საჭირო ბერკეტი გააჩნდა დესტრუქციული ოპოზიციის არსებობისთვის წერტილი დაესვა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ბიძინა ივანიშვილმა ისეთი სისტემა დატოვა, რომ გადატრიალება და რევოლუციის რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი“
ირაკლი ღარიბაშვილი POSTV_ს ეთერში ასევე საუბრობდა ჯანსაღი ოპოზიციის მნიშვნელობაზე.
ბატონი ირაკლი ვისი დამსახურებით განიცადა დასრულებულმა და საბოლოოდ განულებულმა ნაცმოძრაობამ რეინკარნაცია!
ვინ აფარებდა და აფარებს დამნაშავეებს, რეჟიმის იდეოლოგებს ხელს ?
ვინ გაკრიფა შუა და ვინ შეძლო ნაცმოძრაობის პოლიტიკურ ველზე დატოვება ?
როდესაც ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციით რეჟიმის სამართლებრივ შეფასებას და ბოკერია – სააკაშვილების დასჯას ითხოვდა!
ვინ ჩააგდო რეზოლუცია და ვინ არ დაუსვა წერტილი არაჯანსაღი ოპოზიციის არსებობას, როდესაც ქართულ ოცნებას ამის ყველა ბერკეტი გააჩნდა!
არაჯანსაღი ოპოზიციის არსებობა ქართულმა ოცნებამ დაუშვა და კობახიძე – მდინარაძის დუეტმა ყველაფერი გააკეთა მათ გასაცოცხლებლად და გასაძლიერებლად.
ირაკლი ჯანყარაშვილი