ქართულ-უკრაინულ პროექტს “ბავშვებს უნდათ მშვიდობა” ხულოს მუნიციპალიტეტი მასპინძლობდა

ქართულ-უკრაინული პროექტის “ბავშვებს უნდათ მშვიდობა”, საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“-ისა (საქართველო) და ა/ო „დემოკრატიული ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – სინერგიას” (უკრაინა) ორგანიზებით, მესამედ იმართება.

სხვადასხვა აქტოვობაში წელს 20 უკრაინელი მოზარდი მონაწილეობს. ბავშვები ცხოვრობენ საომარი მოქმედებების ზონაში. მათი მშობლები ჩართულნი არიან (ან იყვნენ) ანტიტერორისტულ ოპერაციებში.  პროექტში ქართველი ვეტერანების შვილებიც აქტიურად მონაწილეობენ.

დღეს, უკრაინელ მოზარდებს და პროექტის ორგანიზატორებს ხულოს მუნიციპალიტეტი მასპინძლობდა.

სტუმრებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს წევრებმა ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვედრა მოუწყეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის, ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრებაზე, სახალხო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე.

სტუმრები გაეცნენ ხულოს ისტორიას, კულტურას, ფოლკლორსა და ხელოვნებას. დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, სხალთის ეკლესია, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლმუზეუმი.

 

 

კომენტარები