ქარიშხალმა „დორიანმა“ უკვე 43 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ბაჰამის კუნძულების ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში აღინიშნება, რომ ქარიშხალ „დორიანის“ გამო ქვეყანაში 43 ადამიანი დაიღუპა.

ცოტა ხნის წინ დაღუპულთა რაოდენობა 30 კაცს ითვლიდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

წყარო; „mk.ru“.

კომენტარები