ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა – ავტომობილი მდინარეში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ აგარაში ავტომანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. დაშავებული სოფელ აგარას საჯაროს სკოლის პედაგოგია. მძიმე მდგომარეობაში, რეანომობილით ბათუმში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის ქალი გარდაიცვალა

მეზობლების თქმით, , მას გზაში შველი შეხვდა, შეჯახების ააცილების მცდელობის დროს მანქანა ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები