ქეთევან ციხელაშვილი: „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებას ეხებოდა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გუგუტიანთკარში არსებული ვითარება განიხილეს. გუგუტიანთკარში, 7 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმმა ხელოვნური საზღვრების გავლება განაახლა.

„განახლდა ის უკანონო მოქმედებები საოკუპაციო ძალის მხრიდან, რომელიც დ 11 წლის წინ, აგვისტოს თვეში დაიწყო. გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის ეპიზოდებს ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნისა და გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებისათვის ძალიან ტრაგიკულ თარიღებზე, რაც ამ კონტექსტს კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ყველაგერი ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული და ადგილზე მცხოვრებლებს ისედაც მძიმე პირობებს ძალიან ურთულებს. სახელმწიფოს თითოეულ შესაბამის სტრუქტურას, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ჩართული აქვს ყველა მექანიზმი, რათა საქართველოს ტერიტორიების ხელოვნური ბარიკადებით დაყოფის მორიგი უკანონო მცდელობა შევაკაოთ. ადგილზე გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ჩემი შეხვედრაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ამ თემას ეთმობოდა. ჩვენ მუდმივი რისკების პირობებში ვცხოვრობთ, რადგან ეს განგრძობადი ოკუპაციის საუბედურო თანმხლები პროცესია, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, რათა ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ რისკების ნიველირების თვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები