ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მერეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა – მას ოკუპაციის მორიგი გამოვლინება უწოდა

-„არასდროს არის ადვილი, ხედავდე მავთულხლართების მშენებლობას შენს მიწაზე, მაგრამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფონზე, ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემის შექმნა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიზანმიმართული მოქმედებაა.

ერთის მხრივ არსებობს სამართლებრივი და პოლიტუკური შეფასება, ეს არის მორიგი უკანონო და თავხედური გამოვლინება ოკუპაციის. მეორეს მხრივ, ეს არის ემოციური შეფასება. არასდროს არის ადვილი, ხედავდე მავთულხლართების მშენებლობას შენს მიწაზე, მაგრამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფონზე, როცა მთელი მსოფლიო გადართულია ვირუსთან ბრძოლაზე და ეს პროცესი არ ჩერდება, ეს კიდევ უფრო წარმოაჩენს, რამდენად დაცლილია ყველანაირი ადამიანობისაგან ეს რეჟიმი და მისი ქმედება. ამ დროს ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემის შექმნა არის მიზანმიმართული მოქმედება ადამიანების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები