ქეთი სიყმაშვილის 3 რჩევა, თუ როგორ გადავირჩინოთ საახალწლო ტკბილეულისგან კბილები

 

ახალი წლის დღეებში ჩვენი კბილები განსაკუთრებულ დატვირთვას განიცდიან. საახალწლო ტკბილეული გემრიელია, მაგრამ კბილებზე საკმაოთ ნეგატიურად მოქმედებს. გთავაზობთ პირის ღრუს ჰიგიენის რამდენიმე რჩევას, რათა საახალწლო ტკბილეულისგან კბილების დაზიანება თავიდან ავირიდოთ:

1. მთავარი საკვები კომპონენტი,რომელიც განსაკუთრებით ცუდ ზეგავლენას ახდენს კბილის ჯანმრთელობაზე – შაქარია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტკბილეულით არ ხდება საკვების ჩანაცვლება. ჯობს, ჯერ ჯანსაღი საკვები მივირთვათ და მერე ტკბილეულის დაყოლებაც შეიძლება.

2. არ მიირთვათ ტკბილეული დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი დროით, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კბილებისთვის კრიტიკულია არა ტკბილეულის რაოდენობა, არამედ, მისი მიღების სიხშირე, რადგან პირის ღრუში მოხვედრილი შაქრის მავნე ზემოქმედების განეიტრალებისთვის ნერწყვს სჭირდება გარკვეული დრო.

3. ზოგადად შაქრის მოხმარებაზე უარის თქმა, იმის გამო რომ ის ძალიან ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში შედის – რა თქმა უნდა, რთულია,მაგრამ მისი მოხმარების შეზღუდვა შესაძლებელია. ეცადეთ, კბილები გაიხეხოთ ყოველ ჯერზე ტკბილეულის მირთმევის შემდეგ, ასევე, ძილის წინ.
მოვიკითხავ ყველა ჩემს პაციენტს, ჯანსაღ ღიმილს და ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ❤️

თუნდაც ახალი წლის დღეებში, სტომატოლოგიურ პრობლემებზე ქეთი სიყმაშვილთან კონსულტაციისთვის
დარეკეთ ნომერზე 571-05-46-05.
კონსულტაცია უფასოა.
მკურნალობისთვის მიაკითხეთ კლინიკა „დენტალმედში,“
ალექსანდრე ყაზბეგის 35.
ფასები მინიმალური, მკურნალობის ხარისხი – იდეალური!

კომენტარები