ქეთი სიყმაშვილი ბავშვთა სტომატოლოგიაში ყველაზე ხშირად დასმულ 5 კითხვას პასუხობს

სტომატოლოგიური პრობლემები ბავშვებს საკმაოდ პატარა ასაკიდან ეწყებათ.   მცირეწლოვანი შვილების მშობლებს სტომატოლოგების მიმართ ძირითადად, 5  ერთნაირი კითხვა უჩნდებათ.

სტომატოლოგი ქეთი სიყმაშვილი ამ კითხვებზე  მოკლე პასუხებს გვთავაზობს:

1.აუცილებელია თუ არა, მოსაცვლელი კბილების მკურნალობა?

– დიახ, აუცილებელია! დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის სარძევე კბილების პრობლემებს. იმის მიუხედავად, რომ თქვენს პატარას მათი მოცვლა მოუწევს, პრობლემების მიშვება დაუშვებელია, რადგან სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა იწვევს მუდმივი კბილების არასწორ და დაგვიანებულ ამოჭრას, საბოლოოდ არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას, რაც  ზრდასრულობაში მრავალ ვუსიამოვნებას და მუდმივი კბილების დაზიანებასაც განაპირობებს.

2.რა გართულებაა მოსალოდნელი კბილიამოღების შემდგომ?   

   – ცნობილია, რომ სარძევე კბილების მოცვლა და მუდმივების ამოჭრა 6 წლის ასაკში იწყება.

ყურადღება:

ცვლადი თანკბილვის დროს აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევა, რათა, სარძევე კბილის ამოღების დროს არ დაზიანდეს მუდმივი კბილი ს ჩანასახი,  რომელიც მის სიახლოვეს მდებარეობს!

3.ფერადი ენით სარძევე კბილის დაბჟენა შეიძლება?

– ფერად ბჟენებს აქვს კარგი მექანიკური გამძლეობა, ვიზუალურად გამორჩეულია, ამიტომ, პაციენტთა ამ ასაკისთვის ძალიან საინტერესოა. ბავშვებს მოსწონთ ფერადი ბჟენები, თანაც, დაბჟენვის პროცესი ნაკლებ სტრესული და სახალისოა.

4.ბრეკეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება?

– ბრეკეტებით აქტიური მკურნალობა რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოჭრილია ყველა მუდმივი კბილი.

5.რითი არის გამოწვეული სარძევე კბილებზე შავი ნადები?                                                                                   

  სარძევე კბილებზე შავი ნადების წარმოქმნას ხელს უწყობს ის ნახშირწყლები და ტოქსინები, რომლებიც ტკბილეულის მიღების შემდგომ დიდხანს რჩება კბილის ზედაპირზე. ასაკის მატებასთან ერთად იგი იმ სიხშირით აღარ წარმოიქმნება, ამიტომ, მუდმივ კბილებზე უკვე  ნაკლები რაოდენობით გვხვდება.

მშობლებო, გახსოვდეთ:

სარძევე კბილების დროულად მკურნალობის და ჰიგიენური მდგომარეობის სრულფასოვანი მოწესრიგებით პატარას თავიდან ავარიდებთ კარიესს და ისეთ გართულებებს, როგორიცაა კბილთა არასწორი დგომა და თანკბილვის პათოლოგიის განვითარება,  რის გარეშეც, წარმოუდგენელია პირის ღრუს ნორმალური ფუნქციონირება!

 

ბავშვთა სტომატოლოგიურ პრობლემებზე ქეთი სიყმაშვილთან კონსულტაციისთვის
დარეკეთ ნომერზე 571-05-46-05. კონსულტაცია უფასოა.
მკურნალობისთვის მიაკითხეთ კლინიკადენტალმედში,“ ალექსანდრე ყაზბეგის 35.
ფასები მინიმალური, მკურნალობის ხარისხიიდეალური!

 

კომენტარები