ქეთი სიყმაშვილი: მე გაგანდობთ თეთრი, ქათქათა კბილების საიდუმლოს

თერი კბილები წარმატებული და ბედნიერი ადამიანის სიმბოლოა.  ქათქათა კბილები  პატრონს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ და დადებითად ახასიათებენ. თუ არ მოგვწონს საკუთარი მინანქრის ფერი,  შეცვლა 2 ძირითადი მეთოდით შეგვიძლია: კაბინეტური, ანუ ოფისში ლაზერული გათეთრებით;                                                                                                                                                                            და სახლის პირობებში,  ასაც წინ კბილების პროფესიული წმენდა – ნადების და ქვების მოშორება უძღვის – აცხადებს სტომატოლოგი ქეთი სიყმაშვილი:

 – ქეთი, ზოგს მიაჩნია, რომ კბილების გათეთრებით კბილის ჯანმრთელობას ზიანი ადგება. სწორია ეს მოსაზრება?

– ამ შიშს საფუძველი სრულებით არ გააჩნია. პაციენტების უმრავლესობა არასწორად არის ინფორმირებული, თითქოს, ქიმიური საშუალებებით კბილების გათეთრების შემდგომ მინანქარი იბზარება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სინამდვილეში კბილების თანამედროვე საშუალებებით გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს!

 – განუსაზღვრელად ყველასთვის ნებადართულია კბილების გათეთრება?

– გათეთრება არ არის რეკომენდირებული ქალბატონებისთვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მრავლობითი ბჟენები, შერეული ფერის(ჭრელი) მინანქარი, ან – გამოხატულია დიდი რაოდენობით ბზარები კბილის ზედაპირზე.კბილების გათეთრების ორივე პროცედურას შეიძლება ახლდეს დროებით მომატებული მგრძნობელობა.

 – რომელია კბილების გათეთრების თანამედროვე საშუალებები?

– სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილებს ვათეთრებთ მაღალპროცენტიანი მათეთრებელი გელების გამოყენებით,რომელიც დაიტანება კბილის ზედაპირზე. მიმდებარე ღრძილები წინასწარ არის შეფუთული დამცავი ბარიერით. დატანილი გელის გააქტიურება ხდება სინათლის ან სითბოს წყაროს გამოყენებით, 30-50 წუთის ხანგრძლივობით. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოვრეცხავთ გელს და კბილებს სპეციალური, ფტორის შემცველი გელით ვამუშავებთ.

 – სახლის პირობებში თუ არის შესაძლებელი კბილების გათეთრება?

– სახლის პირობებში გათეთრების პროცედურა თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ეტაპებს: პაციენტისთვის აღებული კბილის ანაბეჭდის საშუალებით, ზედა და ქვედა ყბის ინდივიდუალური კაპების დამზადებას, რომლის შევსება ხდება სტომატოლოგის მიერ შერჩეული გელით და თავსდება განსაზღვრული დროით კბილის ზედაპირზე,რეგულარულად 7-10დღის განმავლობაში.

 – სითეთრის დიდი ხნით შენარჩუნებას კიდევ რაიმე სხვა წესის დაცვა სჭირდება?

– დიახ, კბილების გათეთრების შემდეგ აუცილებელია მიღებული ეფექტის შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა სრულფასოვანი ჰიგიენის დაცვა და დამატებით, ეგრეთ წოდებული თეთრი დიეტა – 2 კვირის განმავლობაში. თეთრი დიეტა – პიგმენტური და მუქი ფერის საკვების შეზღუდვას გულისხმობს.

მობრძანდით და გაითეთრეთ კბილები „დენტალ მედში“

სტომატოლოგიურ პრობლემებზე ქეთი სიყმაშვილთან კონსულტაციისთვის
დარეკეთ ნომერზე 571-05-46-05

კონსულტაცია უფასოა.
მკურნალობისთვის მიაკითხეთ კლინიკა „დენტალმედში,“ ალექსანდრე ყაზბეგის 35.
ფასები მინიმალურიმკურნალობის ხარისხი – იდეალური!

 

კომენტარები