ქეთი ხოსიტაშვილი: კიდევ ერთი შავი ლაქა გვაქვს ისტორიაში, გავრილოვი ვერც კი იოცნებებდა საქართველოში ასეთ “ნაყოფიერ” ვიზიტზე

მედიაჰოლდინგ “კვირას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ სიტუაციას აფასებს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ადამიანთა დაყოფა პარტიულ კუთვნილებად, გაუმართლებელია და არსებული მდგომარეობა მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს:

“ძალიან მძიმე საყურებელია, რაც ხდება…არ უნდა მისულიყო საქმე აქამდე.
გაუმართლებელია აქ ადამიანების დაყოფა – ქოცებად და ნაცებად…”შენებად” და “სხვისებად”.
ყველა დაზარალდა და პირველ რიგში, – ქვეყანა.
კიდევ ერთი შავი ლაქა გვაქვს ისტორიაში.
კიდევ ერთი უმძიმესი ღამე.
კიდევ ერთი მძიმე გამოცდილება…
ამ მოვლენებს ხვალ უკეთ გავაანალიზებთ, მაგრამ ახლა რისი თქმაც შემიძლია და რაც ვნახე ეს:

✔️ხელისუფლების შეცდომებია;

✔️ოპოზიციის უპასუხისმგებლობა, რომელმაც საკუთარი ხალხი გაიმეტა იმისთვის, რაც ხდება და ახლა, შუაღამისას, ვზივარ და ვუყურებ დარბეული აქციის “ნარჩენებს”, სადაც არცერთი პოლიტიკური სახე აღარ ჩანს. შეატოვეს ტყვიებს, როგორც ადრე, მრავალჯერ…

✔️საპატრიარქოს დაგვიანებული განცხადება განცხადებისთვის ღამის 2 საათზე და არაფრისმთქმელი სიტყვები

ეს ის პროცესებია, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესზე ასხამს წყალს.
გავრილოვი ვერც კი იოცნებებდა საქართველოში ასეთ ნაყოფიერ ვიზიტზე …

და ვინ დაუშვა ეს?

ოდესმე საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ.
ოდესმე,..” – წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

კომენტარები