ქვევრის ღვინის მწარმოებლები აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:
ქვევრის ღვინის მწარმოებლები აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ.
გამოფენაში საქართველოდან ღვინის ათი მარანია წარმოდგენილი.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ასევე საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.
`გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს. ქართული ღვინის მიმართ დიდია ინტერესი როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადეს ქართველმა მეღვინეებმა.