ქველმოქმედება არ არის ყველა მთავრობას მორგებული მრიქვნელი მსახიობების დახმარება – შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებას უწუნებს და აღნიშნავს, რომ ყველა მთავრობას მორგებული მსახიობების დახმარება ეს ქველმოქმედება არ არის და ეს მსახიობები ამას არ იმსახურებს!

ნათელაშვლი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის გაძარცვით იშოვა ფული.

შალვა ნათელაშვილს, რომლის ქველმოქმედებაც არ ახსოვს ქართულ საზოგადოებას ბიუჯეტიდან 200 – ათას ლარზე მეტი აქვს მითვისებული მაშინ როდესაც ლეიბორისტული პარტია პარლამენტში მოხვდა და ნათელაშვილმა კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

ლეიბორისტული პარტია კი უკვე წლებია რაც ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს და ნათელაშვილისთვის პარტია ერთგვარი მუდმივი შემოსავლის წყაროდ არის გადაქცეული!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები