“ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს – მთავარი თვისება ანგარებაა“-ხათუნა გოგორიშვილი ბიძინა ივანიშვილს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ბიძინა ივანიშვილის წერილს და მის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება:

-„ბიძინა ივანიშვილის წერილი დაწყებული ფორმით, რა ფორმას ირჩევს ის საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის, დამთავრებული შინაარსით, არის ერთადერთი რამ,- უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება, – ყველა მისი დაპირება შესრულდა, საზოგადოების შეურაცხყოფაა. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნავს, რომ მას უნდა საზოგადოებას ყველაფერი დაანახოს ისე, როგორც თავად სურს.  ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს,  ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთერთი მთავარი თვისება ანგარებაა“.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად 

კომენტარები