„ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში, შედეგად მივიღებთ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, ამას ადასტურებს პარლამენტში გასული ოპოზიციური“ – გიორგი გახარია

-„ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში, შედეგად მივიღებთ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, ამას ადასტურებს პარლამენტში გასული პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა, ერთი, და არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური ადგილების .- მესამედზე თითქმის მეტი. ეს არის ის შედეგი, რაც ადასტურებს, – ეს დემოკრატიული პროცესი იყო სწორი. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად, ადასტურებს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ დაგვავალეს, ყველას ერთად, ცხრა პარტიას: პანდემიის კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, – ერთად მართეთ ქვეყანა, ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, – ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ.

პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალოს.  ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები