„ქვეყანას საფრთხე რომ ავიცილოთ, ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ“ – გიგა ბოკერია

-„როდესაც სტრატეგიული პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით,  საკუთარი პრაგმატული ინტერესების გამო და ღირებულებათა ინტერესის გამო საჭიროდ თვლის, ასეთ მკაცრ გზავნილს, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა.  ჩვენ, როგორც ქვეყანამ, საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან, ნაკლები დანაკარგებით ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ივანიშვილს, ამ კატასტროფას ქვეყნისთვის, თუკი კიდევ შერჩა გონის ნაწილი, მოეგოს გონს და აღარ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მას დაღუპავს და ქვეყანას დარტყმას მიაყენებს,” – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ.

აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებას, რომელიც საქართველოს შეეხება და სადაც თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოსგან აღებული პირობების შესრულებას მოითხოვენ ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარები