„ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები“-დიმიტრი ხუნდაძე

გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა:

-„მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, დღეს ჩვენ, ყველას ერთად მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა. თითოეული ჩვენგანი თუ არ შევეცდებით, დავიცავთ ფიზიკურ დისტანცია, ჩავიტაროთ საჭირო დროს ვაქცინაცია და მოვიხმაროთ პირბადე, როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას რისკის წინაშე დავაყენებთ, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება. ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

სამოქალაქო მოძრაობების და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრები ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მუსიკისა და შეძახილების ფონზე მსვლელობით მიემართებიან.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები 3 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც ისინი ფილარმონიასთან მივიდნენ. იქედან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები “კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.

კომენტარები