„ქვეყანაში ვაქცინა უქმად დევს 14 მარტიდან, ასობით დოზა კი გადაიღვარა. მილიონები იხარჯება“

-„ქვეყანაში ვაქცინა უქმად დევს 14 მარტიდან, ასობით დოზა კი გადაიღვარა. მილიონები იხარჯება კოვიდ სასტუმროების დასაფინანსებლად. და დღეს, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან მოჭიდავეს კორონა დაემართა, რის გამოც ოლიმპიადის სალიცენზიო შეხვედრაზე ვერ მიდის. ქვეყნის ყველაზე საიმედო სპორტსმენი ვერც ვირუსისგან იზოლაციაში ამყოფეს და ვერც აცრეს!
კიდევ ერთხელ: 5 წელია ელოდება ამ დღეს და არსებული ვაქცინა რომ ვერ გაიკეთა, კიდევ 4 წელი დაკარგა. 9 წელი დაკარგა ადამიანმა, ხოლო ქვეყანამ – ოქროს მედლის რეალური შანსი.
ნამდვილად ყველაფრის ღირსები ვართ რაც ჩვენ თავს ხდება. უჭკუო, უუნარო, მოუწესრიგებელი და არასერიოზული ხალხი ვართ. ცუდი მენეჯმენტის ენციკლოპედიის სამარცხვინოთა დაფის მუდმივი ექსპონატები.
მას შემდეგ, რაც ერთი საუკუნის წინ რუსებმა თითქმის ყველა ჭკვიანი და განათლებული ქართველი ამოხოცეს, მარტო კონფორმისტი-მლიქვნელი სახეობა გადარჩა და დღემდე როგორ მოვღოღავთ ისიც გასაკვირია. ტროლების, ქოცების და უწიგნურთა ქვეყანაა ეს“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

„სინოფარმით“ მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან, ამის საფუძველი გახლავთ, რომ“

კომენტარები