„ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს, – უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს, გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია.

ამ ეტაპზე ქვეყანაში მცირე რაოდენობით ფიქსირდება სხვადასხვა, ნაკლებად მძიმე ვირუსი. არ არის ჯერ სეზონური გრიპი. რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის „კოვიდი“. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია, არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები