„ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის – ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც“ – პაატა იმნაძე

-„ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის. თუმცა, ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება.

ჯანდაცვის სისტემა, ყოველდღიურად 30-40 ახალი პაციენტის მიღებას უპრობლემოდ შეძლებს.

ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს, ეს არ არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 394, გარდაიცვალა 12.

კომენტარები