ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი შემცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის უახლესი სტსტისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.  ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი შემცირებულია.

2020 წლის მარტში სულ დარეგისტრირდა 5 366 დანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13,65%-ით ნაკლებია.

კლების ტენდენცია ფიქსირდება მთელ რიგ კატეგორიებში, მათ შორის ისეთ დანაშაულებებთან მიმართებაში, როგორებიცაა:

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (2 ფაქტი, – 33,3%)

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (8 ფაქტი, – 52,9 %)

ყაჩაღობა (19 ფაქტი, – 48,6%)

ქურდობა (1776 ფაქტი, – 9,7%)

ძარცვა (20 ფაქტი, – 33,3%)

ტრეფიკინგი (1 ფაქტი, – 83.3%)

ოჯახში ძალადობა (466 ფაქტი, – 6,8%)

გამოძალვა (2 ფაქტი, – 88,2%)

ნარკოტიკების კონტრაბანდა (6 ფაქტი, – 70%)

ცივი იარაღის ტარება (20 ფაქტი, – 51,2%)

ყალბი დოკუმენტების დამზადება (88 ფაქტი, – 50,5 %)

თავისუფლების უკანონო აღკვეთა (11 ფაქტი, – 35,2%)

თაღლითობა (106 ფაქტი, – 19%)

სატრანსპორტო დანაშაული (374 ფაქტი, – 19,4%)

საერთო მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, დანაშაულის რამდნეიმე კატეგორიაში მატების ტენდენციაც გამოიკვეთა, კერძოდ:

მუქარა (222 ფაქტი, +12%)

ნივთის დაზიანება (278 ფაქტი, +32.3%)

კომპიუტერული დანაშაული (213 ფაქტი,+11.5%).

კომენტარები