ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

-„მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს. თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან.  იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, – რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკოორდინაციო საბჭოს დისტანციურად უხელმძღვანელა.

კომენტარები