„ქლიავების პარტიაა -ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“-გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით:

-„უმრავლესობის პასუხისმგებლობა და უმცირესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა. ამიტომ, მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე არის „ქართული ოცნება“. ალეკო ელისაშვილი არის კობახიძეზე უარესი, მასზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. ეგეც და ისინიც, „გირჩი“ რომ ერქვათ და ქლიავების პარტიაა ახლა. ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“ ხელისუფლებას ირაკლი კობახიძეზე მეტად ახმოვანებენ“.

რამდენიმე დღის წინ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, -კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა.

კომენტარები