“ქმართან არ ცხოვრობ, შვილებთან არ ცხოვრობ, დედა პანსიონატში ჩაგიბარებია… ჩვენ ქვეყანაში რა დაგრჩენია?! – ნინო ჯღარკავა სანდრა რულოვსს მიმართავს
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის გააქტიურებას ეხმაურება და ხელისუფლებას შეცდომებზე მიუთითებს:
“2012 წლის გამარჯვება რომ შეგვეფერებინა, ის წყეული კოჰაბიტაცია რომ არ შეგვეტენა ხალხის სახელით, დასასჯელი რომ დაგვესაჯა და წართმეული ქონება დაგვებრუნებინა, ზონდერები რომ საჯარო უწყებებში არ შეგვეკვეხებინა ახლობელ ნათესავის სახელით, აქტივისტები რომ არ გაგვენაწყენებინა, მიცემული სიტყვა რომ შეგვესრულებინა და ერთგული ადამიანები დაგვეფასებინა, მიხეილ სააკაშვილის ცოლი თუ ცოლყოფილი სანდრა დღეს ვერც გაბედავდა კენჭი ეყარა ბოსელშიც კი!
ხოდა ახლა, ჩვენს მიერ ყურით მოთრეული პრობლემის გადალახვას საყოველთაო მობილიზაციით რომ ვცდილობთ, ახია ბატონებო, ახი!”- წერს ნინო ჯღარკავა.
ჟურნალისტი, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს კითხვით მიმართავს:
“მართლა გულით მაინტერესებს სანდრას ვკითხო, ქმართან არ ცხოვრობ, შვილებთან არ ცხოვრობ, დედა პანსიონატში ჩაგიბარებია, კარგად უვლიანოო, მამა ჰოლანდიაში გყავს, დედამთილი, ქმრის ბიძა და ბიცოლა წუწკს გეძახიან და ფლორიდაში სახლის გასაღებს გიმალავენ და ზუგდიდში რა დაგრჩენია, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ, დადიანების სასახლეში გაცხოვრონ, რა გინდა კაცო ამ ჩვენს ქვეყანაში, რა დაგრჩენია?!”– წერს ნინო ჯღარკავა.