ქობულეთში ბრუცელოზის შემთხვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

ქობულეთში ბრუცელოზის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება შინაურ პირუტყვს დაუდგინდა, შემდეგ მათ პატრონზე გადავიდა.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს), რომელმაც შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით პირუტყვიდან სისხლის სინჯები აიღო.

მოხდა დაავადებული ცხოველების ლიკვიდაცია.ცხოველების სადგომს ჩაუტარდა დეზინფექცია.

პრევენციის მიზნით, დასახლებაში დაიწყო შინაური პირუტყვის სისხლის სინჯების აღება და გამოკვლევა ბრუცელოზზე. გეგმიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდება დაავადების ამთვისებელ ცხოველებს.

პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეს დაავადება საქართველოსთვის ენდემურია და შესაძლებელია პროცესის მართვა.

კომენტარები