ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის, 72 წლის ექიმი-თერაპევტი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მედიკოსი, თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლში გადიოდა მკურნალობას. მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა, “ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” კოვიდ მიმღებ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავად მუშაობდა.

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. რის მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კლინიკის დირექტორის, ავთანდილ მიქელაშვილის განცხადებით, პაციენტი 5-6 დღის წინ დაინფიცირდა, მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 768 ადამიანს დაუდასტურდა, 4 055 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები