ქობულეთში 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ქობულეთში 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ის ერთ-ერთი კლინიკის ექიმია.
ექიმი ნარკოტიკულისაშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები